26 ივნისს მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის დებიუტის ნომინაციის ლაურეატმა, კოკა ჭანკოტაძემ, წარმოადგინა პირველი პროზაული კრებული − „ილუზიების მატარებელი“.

თარიღი : 22.07.2024

26 ივნისს მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის დებიუტის ნომინაციის ლაურეატმა, კოკა ჭანკოტაძემ, წარმოადგინა პირველი პროზაული კრებული − „ილუზიების მატარებელი“.
მწერალთა სახლმა და გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“ წამოიწყეს ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის გამარჯვებულ იმ ავტორებთან შეხვედრების ციკლი, რომელთა ნაწარმოებების ელექტრონული ვერსიები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით წიგნად გამოიცა.
ფაქიზი შინაგანი სამყარო, კარგვისა და გაქრობის შიში, სიყვარულის შესაძლებლობა თუ შეუძლებლობა − ის თემებია, რომლებიც მხატვრულად იშლება კოკა ჭანკოტაძის მოთხრობებსა და ნოველებში. განსხვავებული სიუჟეტების მიუხედავად, კრებული მაინც მთლიანობის მკაფიო შთაბეჭდილებას ბადებს − ესაა წიგნი ახალგაზრდა, მაძიებელ ხელოვანზე, რომელსაც ჭვრეტის მძაფრი წყურვილი აქვს. ის სხვადასხვა თავგადასავალში, ტკივილსა და ბედნიერების წუთებში შეიცნობს სიცოცხლესაც და სიყვარულსაც. ამ გზაზე შიში მისი მარადიული მტერია, თუმცა შესაძლებელია მისი მოშინაურებაც.
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: ტექსტიშეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 2 people გამოსახულებაშეიძლება იყოს 5 ადამიანი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 15 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება