27 ივნისს მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის საუკეთესო პიესის ნომინაციაში გამარჯვებულმა, კობა ცხაკაიამ, წარმოადგინა წიგნი „მოთხრობებად და პიესებად მოყოლილი ამბები“

თარიღი : 22.07.2024

27 ივნისს მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის საუკეთესო პიესის ნომინაციაში გამარჯვებულმა, კობა ცხაკაიამ, წარმოადგინა წიგნი „მოთხრობებად და პიესებად მოყოლილი ამბები“.
მწერალთა სახლმა და გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“ წამოიწყეს ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის გამარჯვებულ იმ ავტორებთან შეხვედრების ციკლი, რომელთა ნაწარმოებების ელექტრონული ვერსიები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით წიგნად გამოიცა.
წიგნში შესული სხვადასხვა ჟანრის 10 მოთხრობა გამსჭვალულია იუმორით, ტრაგიზმით და ასევე საჭირბოროტო სოციალურ-ფსიქოლოგიური თემატიკით. ჟანრთა მრავალფეროვნების მიუხედავად, მოთხრობები განკუთვნილია 12-იდან ზევით ასაკის მკითხველისათვის, რადგან იქ ასახული პრობლემები, საკითხები და თემატიკა მნიშვნელოვნად პასუხობს მკითხველის ამ დიდი ასაკობრივი პლასტის გრძნობებს, ინტერესებსა და შეხედულებებს. 5 პიესა ასევე სხვადასხვა ჟანრისაა და დრამატიზმით, ტრაგიკომიზმით და სიუჟეტების დინამიკური განვითარებით, დღევანდელი პრობლემების მაქსიმალური, ღრმა გააზრებაა, ანალიზია და ყოფის რეალისტური ასახვაა, მხოლოდ თავისებური ორიგინალური, ზოგჯერ ფანტასმაგორიული შტრიხებითა და გადაწყვეტით; დასკვნით ნაწილში კი ცხოვრების „ბარიერების“ გადალახვის მისაღები გზების მინიშნებებით.
შეიძლება იყოს text გამოსახულებაშეიძლება იყოს 4 ადამიანი and ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ გამოსახულებაშეიძლება იყოს 5 people გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი, სწავლობს and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 12 people გამოსახულება