თარიღი : 10.09.2024
მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურული და სახელოვნებო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების კონკურსს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ერთი წლის განმავლობაში, შაბათ-კვირას, მწერალთა სახლში გაიხსნება ორი საავტორო შემოქმედებითი სახელოსნო 8-11 და 12-15 ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
საკონკურსო განაცხადის პირობები:
საკონკურსო პროექტი განკუთვნილი უნდა იყოს ერთ-ერთი ან ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის: 7-11 წელი ან 12-15 წელი.
პროექტი განხორციელდება მწერალთა სახლში შაბათ-კვირას, ერთი წლის განმავლობაში. თითოეული აქტივობის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 2 საათი.
პროექტი უნდა პასუხობდეს მწერალთა სახლის მიერ განსაზღვრულ შემდეგ ამოცანებს:
* ლიტერატურისა და კითხვის პოპულარიზაცია შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში
* ახალი ინფორმაციის მიწოდება ლიტერატურულ და სახელოვნებო სფეროებში
* შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობა პრაქტიკული აქტივობებით
* ანალიტიკური აზროვნების განვითარება ბავშვებში
* კულტურული ღირებულებების გააზრება შემოქმედებითი გზით
საკონკურსო პროექტი:
* პროექტის შინაარსი უნდა იყოს იოლად აღქმადი და მორგებული შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ინტერესებს
* პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მიწოდებული უნდა იყოს სახალისო, გასართობი, მსუბუქი ფორმით
* პროექტი უნდა იყოს ინტერაქტიული და ხელს უწყობდეს ბავშვის მაქსიმალურ ჩართულობას
* პროექტის შედეგები უნდა იყოს მკაფიო და გაზომვადი
პროექტის შემსრულებელი:
* უნდა ფლობდეს გამოცდილებას ლიტერატურის ან სახელოვნებო სფეროში
* უნდა ფლობდეს პედაგოგიურ გამოცდილებას
* უნდა ფლობდეს მსგავს საბავშვო აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილებას
საკონკურსო განაცხადის ფორმატი:
საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს WORD-ის ფორმატში, შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12.
პროექტს უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:
➡️ განმცხადებლის სახელი და გვარი
➡️ საკონტაქტო ინფორმაცია
➡️ მოკლე ბიოგრაფია
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი საკონკურსო კომისია.
განაცხადების მიღების ვადა: 10 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
საკონკურსო განაცხადი უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: info@writershouse.ge
გისურვებთ წარმატებას!