კონკურსი ილუსტრატორებისთვის

თარიღი : 27.09.2024

 

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ილუსტრატორებისთვის, რომლებიც მუშაობენ შემდეგი ლიტერატურული მიმართულებებით:კლასიკური და თანამედროვე პროზა და პოეზია; ქართული ფოლკლორი; საბავშვო ლიტერატურა; გრაფიკული რომანი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ მხატვრებს, ასევე გამოცდილ ილუსტრატორებს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი:

პირველი ადგილი - 2000 ლარი

მეორე ადგილი - 1000 ლარი

მესამე ადგილი - 700 ლარი

მოკლე სიით შერჩეული კანდიდატების ნამუშევრები დაიბეჭდება კატალოგში. 

მწერალთა სახლში მოეწყობა გამარჯვებული ილუსტრატორების გამოფენა.

 

ილუსტრატორების კონკურსის პირობები 

• კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ილუსტრატორებს, რომლებსაც შესრულებული აქვთ ილუსტრაციები შემდეგი ლიტერატურული მიმართულებებით: კლასიკური და თანამედროვე  პროზა; კლასიკური და თანამედროვე პოეზია; საბავშვო ლიტერატურა; ქართული ფოლკლორი;გრაფიკული ნოველა. 

 

• კონკურსში მონაწილეობის მსურველებმამწერალთა სახლის ელექტრონულ ფოსტაზე (info@writershouse.ge) უნდა გამოგზავნონ ან მოიტანონ მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13) არანაკლებ სამიდა არაუმეტეს შვიდი ილუსტრაციისა. ავტორს ასევე შეუძლია მიუთითოს შემოქმედებითი ინტერნეტგვერდი. ნამუშევრებს უნდა ახლდეს ილუსტრირებული ნაწარმოების სათაური, ზომა, მასალა. არ არის სავალდებულო,წარმოდგენილი ნამუშევრები გამოქვეყნებული იყოს რომელიმე ბეჭდურ ან ელექტრონულ გამოცემაში. • ფაილის მინიმალური რეზოლუცია: 300 dpi, ფაილის ტიპი: tiff. 

 

• შემოქმედებითი CV (ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია, მოკლე ბიოგრაფია, განხორციელებული პროექტები, გამოფენები ა.შ.). 

 

• ილუსტრაციის სტილი და ტექნიკა შეზღუდული არ არის.

 

• განაცხადის გამოგზავნის ვადა: 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. 

 

ნამუშევრებს განიხილავს საკონკურსოკომისია. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ fb-გვერდზე ან მისამართზე: ketij@writershouse.ge