მწერალთა სახლში იხსნება „მოზარდთა შემოქმედებითი სტუდია“ 12-15 წლის მოსწავლეებისთვის!

თარიღი : 07.10.2024

 მწერალთა სახლში იხსნება „მოზარდთა შემოქმედებითი სტუდია“ 12-15 წლის მოსწავლეებისთვის!

 სახელოსნოში მოზარდები:

• გაეცნობიან ქართველ და უცხოელ ავტორებს;

• დაამუშავებენ ლიტერატურულ ტექსტებს;

• სახალისო-შემეცნებითი აქტივობებით დაუახლოვდებიან ლიტერატურას;

• შეიყვარებენ კითხვის პროცესს.

 პროექტის მიზანია:

• ლიტერატურისა და კითხვის პოპულარიზაცია;

• შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.

 შემოქმედებითი ხელმძღვანელი:

ანი გიორგობიანი

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,

შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობის მაგისტრი, რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი − ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი (2021 წლიდან დღემდე),

წიგნის კითხვის კლუბის ხელმძღვანელი.

 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/pU5rVKhAKmToepKJ9