თარიღი : 07.10.2024
თუ გიყვარს კითხვა და თან გართობა, მაშინ ეს სიახლე შენთვისაა!
ჩაეწერე ნინო ქადაგიძის ლიტერატურულ სახელოსნოში და:
• წაიკითხე ქართველი და თარგმნილი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები: იაკობ გოგებაშვილის, ნინო ნაკაშიძის, ვაჟა- ფშაველას, არჩილ სულაკაურის, ქეთევან ჭილაშვილის, ზაირა არსენიშვილის, რევაზ ინანიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გოდერძი ჩოხელის, იანუშ კორჩაკის, ასტრიდ ლინდგრენის, ტუვე იანსონის, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის, იოჰანა შპირის, ანჯელა ნანეტის, მარია ფარის და ა.შ.
• თანამედროვე ქართველი ავტორების − თეა თოფურიას, გურამ პეტრიაშვილის, ლელა ცუცქირიძის, მარიამ წიკლაურის, ნინია სადღობელაშვილის, კატო ჯავახიშვილის, ირმა მალაციძის, მარიამ ჯამდელიანის, ქეთი კვიტატიანის და სხვათა ნაწარმოებები.
• გაეცანი მითების, იგავ-არაკებისა და ზღაპრების მსოფლიო ხალხთა სამყაროს.
• გაიაზრე, იმსჯელე, მოაწყვე დისკუსია
• მოირგე პერსონაჟის ან ავტორის როლი
• გაითამაშე, ჩაწერე ინტერვიუები
• გამოძერწე, დახატე, შექმენი დიორამა
• მიიღე მონაწილეობა მხიარულ ვიქტორინებში
• მოაწყვე ახალგაცნობილი ავტორებისა თუ პერსონაჟების ჩრდილების თეატრი
მოკლედ, გახალისდი ახალი წიგნების კითხვითა და საინტერესო აქტივობებით.
დამატებითი შესაძლებლობები:
• შეხვდი თანამედროვე ავტორებსა და გამოჩენილ ადამიანებს
• დაუსვი შეკითხვები, გაიზიარე გამოცდილება და მოისმინე მათი რჩევები
• ურჩიე წიგნი თანატოლს
• შეეჯიბრე, ვინ უფრო მეტ წიგნს წაიკითხავს თვის განმავლობაში
• მონაწილეობა მიიღე გამოფენებში, შემაჯამებელ და დასკვნით ღონისძიებებში, ლიტერატურულ საღამოებსა თუ ვიქტორინებში
ნინო ქადაგიძის შესახებ:
საბავშვო ავტორი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 23-წლიანი გამოცდილებით
განათლება:
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის აკადემიური ხარისხი რომანისტიკის სპეციალობით;
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტი, სპეციალობა – ლიტერატურათმცოდნეობა.
მიღწევები:
იბეჭდება პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში
გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი
მრავალი პრემიის მფლობელია, მათ შორის:
მეორე საპრიზო ადგილი კონკურსში „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“;
პრემია გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში მინიატიურის ჟანრში „ერთგულება“;
პრემია რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსში მინიატიურებისთვის;
ჯილდო „წლის საუკეთესო“, პროზაული ნაწარმოებებისთვის (2021 წ.);
გამარჯვება კონკურსში „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ (2023 წ.).
წიგნები:
„ელფის გამომცემლობის“ ავტორი;
„ტყუილების ქვეყანა და სხვა ზღაპრები“ (2022 წ.);
„ონანა − ჩანაწერები მეგობრობის დღიურში“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2023 წ.)
ამჟამად მუშაობს ახალ ნაწარმოებებზე, გამოსაცემად.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/gKZuSuhe3GENrHsR6