როჯერ სკრუტონის წიგნის „პოლიტიკური ფილოსოფია (მოსაზრებანი კონსერვატიზმისათვის)“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია

თარიღი : 15.10.2024

13 ოქტომბერს მწერალთა სახლში როჯერ სკრუტონის წიგნის „პოლიტიკური ფილოსოფია (მოსაზრებანი კონსერვატიზმისათვის)“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

სერ როჯერ სკრუტონი (1944-2020) XX-XXI საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოაზროვნეა.

დიდია მისი ღვაწლი ფილოსოფიაში, პოლიტიკურ მეცნიერებაში, არქიტექტურაში, მუსიკათმცოდნეობასა და თეოლოგიაში. მისი წიგნი „პოლიტიკური ფილოსოფია (მოსაზრებანი კონსერვატიზმისათვის)“ ინგლისურიდან ქართულ ენაზე პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა თარგმნეს.

წარდგენას გაუძღვა წიგნის ქართული თარგმანის ავტორი, პროფესორი,  ფილოლოგი, პედაგოგი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი პაატა ჩხეიძე.

საღამოს მოდერაციას უწევდა ვახტანგ შაქარიშვილი, ხოლო ტექსტის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე ირაკლი ბათიაშვილმა, გოგი გოგოლაშვილმა და დათო მაღრაძემ იმსჯელეს.