დათო მაღრაძის შემოქმედებითი საღამო

თარიღი : 23.10.2024

17 ოქტომბერს მწერალთა სახლში თანამედროვე პოეტის, დათო მაღრაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას პოეტმა ასევე საკუთარი პოეტური კრებული, სახელწოდებით „ობიანი ყველი“ წარუდგინა, წაიკითხა თავისი ლექსები და გაიხსენა არაერთი საინტერესო ისტორია მისი შემოქმედებითი ცხოვრებიდან.

დათო მაღრაძის პოეტურმა ესთეტიკამ, ლექსთაწყობამ, თემატიკამ და საერთო განწყობამ აუდიტორიის აღფრთოვანება კიდევ ერთხელ გამოიწვია.