ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი : 31.01.2025

მწერალთა სახლი აცხადებს ხელშეწყობის პროგრამას გამომცემლობებისთვის. 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საგამომცემლო საქმიანობის განვითარებას და ქართველ ავტორებს, მათ მიერ შექმნილი ნაწარმოების  გამოცემასა და პოპულარიზაციაში.
მონაწილეობის პირობები: პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ გამომცემლობებს. 

მსურველებმა უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

·       ინფორმაცია გამომცემლობის შესახებ;
·       წარმოდგენილი ნაწარმოების ანოტაცია;
·       ავტორის თანხმობა გამომცემლობის მიერ მისი ნაწარმოების გამოცემის შესახებ.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. 
განაცხადის შესავსები ფორმა იხილეთ მოცემულ ლინკზე:
ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: writershouse25@gmail.com

პროგრამა ითვალისწინებს გამარჯვებული გამომცემლობებისათვის წარმოდგენილი ნაწარმოების დასაბეჭდად საჭირო თანხის ანაზღაურებას არანაკლებ 3 000 (სამი ათასი) და არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გამოცემის მინიმალური ტირაჟი: 300 (სამასი) ერთეული 
გამოცემის მაქსიმალური ტირაჟი: 1000 (ათასი) ერთეული
ერთ გამომცემლობას შეუძლია არაუმეტეს 2 განაცხადის წარმოდგენა.
საპროექტო განაცხადის მიღების ვადა: 1-20 თებერვალი 
პროგრამა  ცხადდება წელიწადში ორჯერ − თებერვალსა და სექტემბერში.
საპროგრამო  განაცხადების შეფასება : განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს სსიპ მწერალთა სახლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს 5 წევრისგან შემდგარი კომისია, რომელიც ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებისგან შეირჩევა. 
კომისია გამარჯვებულ გამომცემლობას გამოავლენს ხმათა უმრავლესობით 14 დღის განმავლობაში.
კომისიის მიერ ერთ სააპლიკაციო პერიოდში გამოვლინდება არაუმეტეს 5 გამარჯვებული.
გამარჯვებული გამომცემლობა ვალდებულია ნაწარმოები გამოსცეს დაფინანსების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში.
ნაწარმოების წიგნის სახით გამოცემის შემდეგ, გამომცემლობა ვალდებულია მწერალთა სახლს გადასცეს წიგნის 20 ეგზემპლარი.
მწერალთა სახლი უფლებამოსილია წარმოდგენილი ეგზემპლარები გამოიყენოს საჭიროებისამებრ (მათ შორის წიგნის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრობებზე/ფესტივალებზე წარსადგენად).
მწერალთა სახლი გამარჯვებული გამომცემლობის მიერ წარმოდგენილ ნაწარმოებებსა და ავტორებს გაუწევს პოპულარიზაციას სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობის განხორციელებით.