თარიღი : 18.02.2025
მწერალთა სახლი წარმოგიდგენთ ლიტერატურულ-შემეცნებითი ლექცია-პერფორმანსების ციკლს − „ამბავი ცისფერყანწელებზე“.
შეიტყვეთ უფრო მეტი ცისფერყანწელთა ორდენის წარმომადგენლებზე, მათ სულისკვეთებასა და როლზე ქართული ლიტერატურისა და კულტურის ფორმირებაში.
ლექციებისა და ვიზუალურ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით, პროექტი მიზნად ისახავს გააცოცხლოს და მსმენელისთვის ხელშესახები გახადოს ცისფერყანწელთა მოღვაწეობა.
ციკლი 8 თემატურ ლექციას შეიცავს.
ლექციებს გაუძღვება ლიტერატორი ნინო ჩხიკვიშვილი.
განრიგი:
21 თებერვალი − ეპოქა და ცისფერყანწელები (მიმოხილვა: როგორ შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი, ვინ იყვნენ მათი წევრები და რა წვლილი შეიტანეს მაშინდელი სალიტერატურო-ზოგადკულტურული სივრცის გარდაქმნაში, მათ ბეჭდურ ორგანოებსა და საგამომცემლო მოღვაწეობაში);
28 თებერვალი − პაოლო იაშვილი;
7 მარტი − კოლაუ ნადირაძე;
14 მარტი − ტიციან ტაბიძე;
21 მარტი − გიორგი ლეონიძე;
28 მარტი − ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა კარმელი, სერგო კლდიაშვილი და სხვა ცისფერყანწელთა შემოქმედების მიმოხილვა;
4 აპრილი − ქართული თეატრი და ცისფერყანწელები;
11 აპრილი − კომუნისტური დიქტატურა და ცისფერყანწელები რეპრესიების ეპოქაში.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები − ლილი ხურითი და კონსტანტინე ფოცხვერაშვილი.
ლექციათა ციკლი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ თემატიკით.
ლექციები გაიმართება ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში.