გიორგი კალანდიას წიგნის − „უორდროპები და საქართველო“ წარდგენა

თარიღი : 13.03.2025

 ლონდონში, სამეფო აზიური საზოგადოების მთავარ დარბაზში, საგამომცემლო სახლ სეზანის მხარდაჭერით დაბეჭდილი, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიას წიგნის უორდროპები და საქართველო წარდგენა შედგა.

ასევე, გაიმართა მარჯორი და ოლივერ უორდროპებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება.

საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული სამეცნიერო წვლილისთვის, ვერცხლის მოოქრული მედლით დაჯილდოვდა სამეფო აზიური საზოგადოების დირექტორი ალისონ ოტა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით ჩატარდა.