ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელებისთვის

თარიღი : 05.03.2025

ტიციან ტაბიძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს უფროსკლასელებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა შემოთავაზებული სამი თემიდან უნდა შეარჩიონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

• „რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად“ (ტიციანი და „ცისფერყანწელები“)

• „ჩემი სამშობლო, საქართველო, სხვა თეატრია“ (სამშობლო ტიციანის პოეზიაში)

• „ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია...“ (ტიციანი და რეპრესიების პერიოდი საქართველოში)

პრემია გაიცემა:

I პრემია − 300-ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერი

II პრემია − 200-ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერი

III პრემია − 100-ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერი

საკონკურსო ნაშრომების გაგზავნის ბოლო ვადა: 2 აპრილი

ესეები უნდა გამოგზავნოთ: info@writershouse.ge

ფორმატი: Microsoft Word, ქართული უნიკოდით (შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12), მაქსიმუმ 3 გვერდი (1000 სიტყვა)

დაჯილდოება გაიმართება აპრილში, მწერალთა სახლში.

გისურვებთ წარმატებას!