მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ახალი ქართული მოთხრობა“

თარიღი : 20.03.2025

 

მწერალთა სახლი ახალგაზრდა ავტორებისთვის აცხადებს გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსსახალი ქართული მოთხრობა“.

  • კონკურსის მიზანია ახალი ავტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა.
  • კონკურსი ქმნის პლატფორმას, სადაც 18-26 წლის ასაკის ავტორებს შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი.
  • ახალი თაობის მწერლების წარმოჩენითა და ხელშეწყობით, კონკურსი ხელს უწყობს ქართული ლიტერატურული ტრადიციების გაგრძელებასა და განახლებას.
  • პრემია ყოველწლიურია და გაიცემა 2  ავტორზე.
  • ჟანრი და თემატიკა თავისუფალია.
  • გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება 4 ივლისს, მწერლის დაბადების დღეს.
  • პრემიის საპრიზო ფონდი შეადგენს 10,000 ლარს.
  • პრემია გაიცემა 2 ნომინაციაში:
    • რჩეული მოთხრობა
    • რჩეული დებიუტი
  • კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა:
    • რჩეული მოთხრობა – 3,000 ლარი
    • რჩეული დებიუტი – 2,000 ლარი
    • ჯილდო სიმბოლიკით.
  • კონკურსი ქმნის შესაძლებლობას ახალგაზრდა ავტორებისთვის, მიიღონ პროფესიული შეფასება და უკუკავშირი გამოცდილი ჟიურისგან.
  • კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდა ავტორების ინტეგრაციას ლიტერატურულ წრეებში და ქმნის შემოქმედებითი სივრცის გაფართოების შესაძლებლობას.

მონაწილეობის პირობები და წესები:

  • განაცხადები მიიღება 20 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.
  • მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 წლიდან 26 წლის ჩათვლით.
  • საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ ერთი მოთხრობა.
  • ჟანრი და თემატიკა: თავისუფალი.
  • მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოები, რომელიც არ უნდა შეიცავდეს პლაგიატის ნიშნებს. მსგავს შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კონკურსანტის გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია (WORD დოკუმენტი).
  • კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი).
  • ინფორმაცია ადრე გამოქვეყნებული ნამუშევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მოთხრობა – WORD დოკუმენტი, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება - სტანდარტული (Multiple).

განაცხადების რეგისტრაცია:

  • ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: info@writershouse.ge
  • კონკურსანტი მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.

შეფასება და შედეგები:

  • ჟიური შედგება 3 წევრისგან.
  • ჟიური გაეცნობა განაცხადებს და დაუშვებს კონკურსზე შესაბამის ავტორებს.
  • გამარჯვებულის გამოვლენამდე, ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია.

გისურვებთ წარმატებას!