„ქართველი მხატვრები პარიზში“ - პრეზენტაცია

თარიღი : 13.04.2025

 პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე, შორენა შავერდაშვილმა მკითხველს წარუდგინა „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული ფრანგულენოვანი წიგნები. მათ შორის ორენოვანი წიგნი-ალბომი „ქართველი მხატვრები პარიზში“ (ავტორი ქეთევან კინწურაშვილი).

 

წიგნი მოგვითხრობს ქართველი მხატვრების შესახებ, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება საფრანგეთს — პარიზს უკავშირდება.