პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს სტენდზე დაგეგმილი ღონისძიებები გრძელდება.
დღეს ქართულ სტენდზე გაიმართა გამომცემლობა “სეზანის” მიერ გამოცემული წიგნის - „ელენე ახვლედიანი: პარიზული პერიოდი“ პრეზენტაცია, რომელიც აუდიტორიას ავტორმა, ხათუნა კიკვაძემ წარუდგინა.