თარიღი : 11.04.2025
მწერალთა სახლში გაიმართა ლექცია-პერფორმანსების ციკლის _ „ამბავი ცისფერყანწელებზე“ _ დასკვნითი შეხვედრა.
შეხვედრის თემა იყო „კომუნისტური დიქტატურა და ცისფერყანწელები რეპრესიების ეპოქაში“. ლიტერატორმა ნინო ჩხიკვიშვილმა ისაუბრა საბჭოთა რეჟიმის მიერ მწერალთა დევნასა და რეპრესიებზე.
მსახიობებმა ლილი ხურითმა და კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა წაიკითხეს ცისფერყანწელთა ჩანაწერები და საჯარო წერილები.
პროექტის მიზანი იყო ცისფერყანწელთა მოღვაწეობის გაცოცხლება ლექციებისა და ვიზუალურ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით.