მწერალთა სახლში დასრულდა მსოფლიო ლიტერატურის კურსი

თარიღი : 24.04.2025

მწერალთა სახლში დასრულდა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელიც ერთგვარი ლიტერატურული მოგზაურობა იყო მსოფლიოს საკულტო ავტორების და მათი გამორჩეული ნაწარმოებების გარშემო.

ბოლო შეხვედრა ჯ.დ. სელინჯერის რომანს „თამაში ჭვავის ყანაში“ დაეთმო. 

კურსი ლევან გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

ლექციათა ციკლის მიზანი იყო, სტუდენტებსა და უფროსკლასელებს შეჰქმნოდათ მრავალმხრივი წარმოდგენა მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ეპოქებისა და ტექსტების შესახებ.

კურსის ფარგლებში განხილულ ავტორებსა და ნაწარმოებებს შორის იყვნენ:
• დანტე ალიგიერი – „ღვთაებრივი კომედია“
• მიგელ დე სერვანტესი – „დონ კიხოტი“
• ვოლტერი – „კანდიდი“
• მარკ ტვენი – „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“
• ერნესტ ჰემინგუეი – „მოხუცი და ზღვა“
• ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „პატარა პრინცი“
• ჯ.დ. სელინჯერი – „თამაში ჭვავის ყანაში“
• ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“
• აკა მორჩილაძე – „მოგზაურობა ყარაბაღში“

მსოფლიო ლიტერატურული კურსის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება, რათა უფრო ბევრმა ახალგაზრდამ შეძლოს კლასიკურ ლიტერატურასთან და თანამედროვე ინტერპრეტაციებთან მჭიდრო შეხება.