თარიღი : 25.04.2025
ქართულ-სერბული ლიტერატურული დღეების დასრულების შემდეგ, მწერალთა სახლის ინიციატივით, სერბი სტუმრები სპეციალურად მათთვის გამართულ ანსამბლ ,,ერისიონის'' კონცერტს დაესწრნენ.
სერბი სტუმრებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ქართული ტრადიციული კულტურის გაცნობა — ქართული ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის ნახვამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული კულტურის უნიკალურობასა და ქართველების გამორჩეულ სტუმართმოყვარეობას.
მწერალთა სახლი მადლობას უხდის ანსამბლ ,,ერისიონს” გულთბილი მასპინძლობისა და ქართული კულტურის განსაკუთრებულად წარმოჩენისთვის.