მწერალთა სახლში დასრულდა ანტიკური ლიტერატურის კურსი, რომელსაც ფილოლოგი, მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი უძღვებოდა.
სამი თვის განმავლობაში მანანა ღარიბაშვილი დაინტერესებულ ჯგუფთან ერთად განიხილავდა ანტიკური ლიტერატურის მნიშვნელოვან ტექსტებს.
კურსის პროგრამა მოიცავდა: „ილიადას“, „ოდისეას“, რომაულ ლიტერატურას და ლირიკოსების შემოქმედებას.
ლექციების მიზანი იყო, ახალგაზრდებისთვის უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნათ ძველი ბერძნული და რომაული ლიტერატურისა და კულტურის მნიშვნელობაზე.