ახალი თაობის ავტორთა შემოქმედებითი საღამოების ციკლი − „ახალი სახელები“ გრძელდება

თარიღი : 16.04.2025

მწერალთა სახლში ახალი თაობის ავტორთა შემოქმედებითი საღამოების ციკლი − „ახალი სახელები“ გრძელდება.
„ახალი სახელები“ მწერალთა სახლისა და „ლიტერატურული გაზეთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ავტორების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, მათი შემოქმედების გაცილებით მეტ მკითხველამდე მიტანას და ამგვარად, ახალი სახელების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
2 მაისის საღამოზე საზოგადოების წინაშე წარდგნენ: მარი თაბაგარი (პოეტი), მარი კანკია (პოეტი).
საღამოს მოდერაციას მწერალი ბაჩო კვირტია უწევდა, რომელმაც აუდიტორიასთან ორივე ავტორის შემოქმედების შესახებ ისაუბრა და მათი ლექსები წაიკითხა.
ნაწარმოებების კითხვის შემდეგ, საღამო აუდიტორიასა და ავტორებს შორის დიალოგით გაგრძელდა. მარი თაბაგარმა და მარი კანკიამ საკუთარ შემოქმედებაზე და წერის პროცესზე ისაუბრეს და სტუმრების შეკითხვებს უპასუხეს.