მწერალთა სახლში გაიმართა წიგნის „ცოდნა ბედნიერების შესახებ“ წარდგენა

თარიღი : 16.04.2025

მწერალთა სახლში გაიმართა წიგნის „ცოდნა ბედნიერების შესახებ“ წარდგენა.
წიგნი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა წარმოადგინა.
თურქული ლიტერატურის უნივერსალური ღირებულებების ნიმუში − „ცოდნა ბედნიერების შესახებ“ ქართულ ენაზე თარგმნეს თურქოლოგებმა − ეკატერინე ახვლედიანმა და თამარ ალფენიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ალი ქაან ორბაი.
მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ აუდიტორიას წიგნის გამოცემა მიულოცა და ისაუბრა მომავალში დაგეგმილ ქართულ-თურქულ ლიტერატურულ პროექტებზე.