თარიღი : 08.05.2025
მწერალთა სახლში მსოფლიო და ანტიკური ლიტერატურის კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
მსოფლიო ლიტერატურის კურსს ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი, ხოლო ანტიკური ლიტერატურის კურსს ფილოლოგი მანანა ღარიბაშვილი უძღვებოდნენ.
ლექციები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მათი მიზანი იყო, სტუდენტებსა და უფროსკლასელების შეჰქმნოდათ მრავალმხრივი წარმოდგენა მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ეპოქებსა და ტექსტებზე.
ლიტერატურული კურსების გაგრძელება მომავალშიც იგეგმება, რათა უფრო ბევრმა ახალგაზრდამ შეძლოს კლასიკურ ლიტერატურასა და თანამედროვე ინტერპრეტაციებთან მჭიდრო შეხება.