მოდერნისტული პოეზიის კურსი დაიწყო.

თარიღი : 08.05.2025

მწერალთა სახლში მოდერნისტული პოეზიის კურსი დაიწყო.

კურსს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უძღვება და ყოველ ხუთშაბათს მოდერნისტულ პოეზიაზე ისაუბრებს დაინტერესებულ აუდიტორიასთან.

კურსის ფარგლებში განიხილება მოდერნიზმის გავლენა ლიტერატურაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი მოდერნისტული ტექსტების ანალიზს დაეთმობა.