წიგნების პრეზენტაცია

თარიღი : 09.05.2025

მწერალთა სახლში საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
არდგენილი იყვნენ შემდეგი ავტორები და მათი ნაწარმოებები:
* სალომე ტაბატაძე – „დეტექტივი“
* ჯეკო სვიმონიშვილი – „წითელი სიკვდილი“
* სერგო ქიტიაშვილი – „პარანოია“
აღნიშნული წიგნები პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულმა გამომცემლობამ „წიგნი+ერი“ გამოსცა.
წიგნების წარდგენის მოდერატორები იყვნენ გამომცემლობა „წიგნი+ერი“-ს დირექტორი მზია რაზმაძე და მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე.
ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ავტორებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს, ისაუბრეს წერის პროცესზე და თავიანთ სამომავლო გეგმებზე.