მწერალთა სახლი და „ლიტერატურული გაზეთი“ აგრძელებენ შეხვედრებს

თარიღი : 12.05.2025

გახდით ახალი ლიტერატურული თაობის დაბადების მონაწილე!

 მწერალთა სახლი და „ლიტერატურული გაზეთი“ აგრძელებენ შეხვედრებს ავტორებთან, რომლებმაც უკვე მოიპოვეს აღიარება „ლიტერატურული გაზეთის“ ფურცლებზე.

ავტორებთან შეხვედრა 16 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

 ლიტერატურის მოყვარულებს საშუალება გეძლევათ პირადად გაიცნოთ თანამედროვე ავტორები − მადონა გვეხიძე (პროზაიკოსი), დათო გველესიანი (პროზაიკოსი), შეაფასოთ მათი შემოქმედება და დაუსვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.

დასწრება თავისუფალია.