მწერალთა სახლში დასრულდა მოზარდთა შემოქმედებითი სტუდიის მორიგი ციკლი.
სტუდია პედაგოგ ანი გიორგობიანის ხელმძღვანელობით შვიდი თვის განმავლობაში აქტიურად ფუნქციონირებდა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან შემოქმედებით სივრცედ იქცა.
მოზარდებმა ამ ხნის განმავლობაში გაიცნეს ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედება, ჩაერთნენ ლიტერატურულ განხილვებში და თავადაც იმუშავეს სხვადასხვა ჟანრის ტექსტებზე.
შეხვედრები, წერის ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობდა ახალგაზრდების აზროვნების, თვითგამოხატვისა და კრიტიკული ხედვის გაღრმავებას.
სტუდიის წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
დროებით ვემშვიდობებით მათ და წარმატებას ვუსურვებთ!