ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თარიღი : 28.05.2025

ტიციან ტაბიძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსზე ჟიურიმ შეარჩია 3 გამარჯვებული ავტორი:


I ადგილი – ანასტასია სადრაძე, „ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია...“ (ტიციანი და რეპრესიების პერიოდი საქართველოში), თბილისის №24 საჯარო სკოლის X კლასი;
II ადგილი – ნოდარ კოლოტაშვილი, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის X კლასი;
III ადგილი – ნია დავითიანი, „რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად“ (ტიციანი და ცისფერყანწელები), თბილისის სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 42 საკონკურსო განაცხადი.


მოსწავლეებს საკონკურსოდ უნდა წარმოედგინათ ერთ-ერთი თემა მოცემული სამიდან:


• „რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად“ (ტიციანი და „ცისფერყანწელები“);
• „ჩემი სამშობლო, საქართველო, სხვა თეატრია“ (სამშობლო ტიციანის პოეზიაში);
• „ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია...“ (ტიციანი და რეპრესიების პერიოდი საქართველოში).
კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეები.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება 2025 წლის 13 ივნისს, 17 საათზე, მწერალთა სახლში.


გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და პრემიები:
I პრემია – „ბიბლუსის“ 300-ლარიანი ვაუჩერი
II პრემია – „ბიბლუსის“ 200-ლარიანი ვაუჩერი
III პრემია – „ბიბლუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერი


მწერალთა სახლი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს შემდგომ წარმატებას!
გელით დაჯილდოების საღამოზე მწერალთა სახლში, 13 ივნისს, 17 საათზე.