თარიღი : 19.06.2025
24-26 ივნისს მწერალთა სახლში გაიმართება ქართულ-თურქული ლიტერატურული თანამშრომლობის დღეები.
პროექტის ფარგლებში ექვსი ქართველი და ხუთი თურქი პოეტი სამი დღის განმავლობაში ერთობლივ შემოქმედებით პროცესში ჩაერთვებიან.
პროექტის ფარგლებში ითარგმნება თითოეული პოეტის ორი ლექსი, რომელთა საფუძველზე გამოიცემა ორენოვანი კრებული.
სარეზიდენციო და მთარგმნელობითი პროგრამის მონაწილე ავტორები 26 ივნისს შემოქმედებით საღამოს გამართავენ და საკუთარ შემოქმედებას მკითხველის წინაშე წარადგენენ.