რევაზ კვერენჩხილაძის წიგნის „საბუთები ღაღადებენ“ პრეზენტაცია

თარიღი : 20.06.2025

22 ივნისს, 15:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება რევაზ კვერენჩხილაძის წიგნის „საბუთები ღაღადებენ“ და ამავე წიგნის მიხედვით შექმნილი აუდიოწიგნის პრეზენტაცია.
წიგნს წარადგენს ავტორის ქალიშვილი − მაკა კვერენჩხილაძე.
გამომცემლობა „ბილიკები“ ერთ-ერთია, რომელმაც მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში გაიმარჯვა. სწორედ ამ პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა რევაზ კვერენჩხილაძის ახალი წიგნი „საბუთები ღაღადებენ“.
წიგნში თავმოყრილია უნიკალური დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოპოვების სიხარულს და იმდროინდელ რთულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რეალობას.
ტექსტში აღწერილია დამოუკიდებლობის დაკარგვის ტრაგიკული ფონი − მათ შორის: საზოგადოებრივი მიმართვები, პუბლიცისტური წერილები, ღიად და საიდუმლოდ გავრცელებული ლექსები, პირადი ისტორიები, რეპრესირებულთა მონათხრობები, საპატიმრო ბარათები, სასამართლო სტენოგრამები, ასევე პარტიული ცენზურის დადგენილებები.
„საბუთები ღაღადებენ“ მნიშვნელოვანი ჩანაწერების გზით აცოცხლებს ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ეპოქას საქართველოს ისტორიაში.