თარიღი : 02.07.2025
გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი პროზის ჟანრში „ახალი ქართული მოთხრობა“ მიმდინარე წლის 20 მარტს გამოცხადდა. საკონკურსო ნაწარმოებების მიღება 30 აპრილამდე გრძელდებოდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე 40-მდე პროზაული ნაწარმოები შემოვიდა.
აქედან ჟიურიმ (გია არგანაშვილი, გელა ჩქვანავა, ბაჩო კვირტია) შეარჩია 3 ავტორი, თუმცა საყურადღებოა, რომ დაწესებულ ნომინაციაში „რჩეული მოთხრობა“ ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით პრემია არ გაიცა.
კონკურსის ფარგლებში დაწესებული ფულადი ჯილდო − 2000 ლარი და დიპლომი გადაეცემა ნომინაციის „საუკეთესო დებიუტი“ გამარჯვებულს; ასევე გაიცემა 2 წამახალისებელი პრემია 1000 ლარის ოდენობით და დიპლომები ორ შერჩეულ ავტორზე.
გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი პროზის ჟანრში „ახალი ქართული მოთხრობა“ ყოველწლიური იქნება და მომავალ წელსაც გაზაფხულზე გამოცხადდება.