მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა მწერალ ცირა ყურაშვილის პროზაული ნაწარმოებების რჩეული - „მეწამული მაგნოლია”.
წიგნი გამოსცა გამომცემლობამ - „მერიდიანი“.
წინასიტყვაობა ეკუთვნის პოეტ გოჩა სხილაძეს:
„ფარშევანგის ბოლოსავით ფერადოვანი ენაა ცირა ყურაშვილთან. თან რაღაცნაირი ჰიმნური, რელიგიური აღტკინება აქვს მოთხრობებში, რაც ქმნის უკიდურესი დაძაბულობის, ინტენსივობის მანათობელ წერტილს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს უალტერნატივო სამყაროა, ერთადერთი რეალობა, თითქოს ბოლო კომენტატორია და ჰიმნოგრაფი რეალობის, ოღონდ კრისტალიზებული რეალობის, რომელიც ჩაუქრობი შთაბეჭდილებების ფორებისგან შედგება. ცირას მთელი წარსული ამოაქვს სურათებად, „მთელი დაკარგული დრო.“
„ცირა ყურაშვილის პროზა სიტყვის უკმარისობის გამოხატულებაა. მის მოთხრობებში ჩანს გამუდმებული წამება და ნეტარება მასში (ჩვენში) არსებული შინაგანი სურათებით, რომელიც ჯადოსნურად, რაღაც სასწაულით მის სიტყვებს ემთხვევიან. ეს კი მხოლოდ დიდ მწერლებს ხელეწიფებათ.”
ცირა ყურაშვილი ავტორია რამდენიმე პოეტური, პროზაული, წერილებისა და ესეების კრებულისა და საბავშვო წიგნების. მათ შორის: „ასფალტის ყვავილები“, „ანბანური პერიოდი“, „ხიზნები კომანის მონასტერთან“, „სამოთხის სარკმელი“, „ჟამსა თამაშობისასა“, „ვინ გაიტანს თეფშებს“, „ქრისტესია", საბავშვო ზღაპრები