გამომცემლობა ,,მერიდიანმა“ მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოსცა ქართველი მწერლის გელა ჩქვანავას რომანი – ,,სავანე“.
ავტორი გვიყვება ერთი ოჯახის ისტორიას და თავის ერთგულ მკითხველს უჩვეულო გარემოში ამოგზაურებს, გვიხატავს საინტერესო პერსონაჟებს და დაუვიწყარ სახეებს.
მოქმედება ხდება ინგლისში. ოლქში თავისი მოუსყიდველობითა და პრინციპულობით განთქმული პროკურორის ერთადერთი მეამბოხე მემკვიდრე არაფრად აგდებს ტრადიციებს და მთელი არსით ებრძვის მისთვის მიუღებელ, დამყაყებულ ცხოვრების ყაიდას. აშკარაა, რომ პროტესტის ერთ-ერთი გამოხატვაა ბაბუას ექიმისადმი _ ასაკით უფროსი ქალისადმი მისი გულწრფელი სიყვარულიც კი.
გელა ჩქვანავა თხუთმეტამდე წიგნის ავტორი და რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატია.