თარიღი : 26.07.2025
მწერალთა სახლსა და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, რაც მოიცავს:
• კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებას;
• ახალგაზრდების შეხვედრებს თანამედროვე მწერლებთან, მთარგმნელებთან, ლიტერატორებთან და გამომცემლებთან;
• ფესტივალებსა და საგამომცემლო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას;
• შემოქმედებითი კონკურსების ჩატარებას;
• მწერალთა სახლის მუზეუმებში მოზარდებისა და ახალგაზრდების სტუმრობას.