განაცხადის მიღება კონფერენციისთვის - „მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა“

თარიღი : 23.06.2025



ქართველი ფილოსოფოსის - მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 95 წლის აღსანიშნავად, 2025 წლის 15 სექტემბერს, მწერალთა სახლში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია - „მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა“.

 

კონფერენციის მიზანია:

მერაბ მამარდაშვილის შემოქმედების კვლევის ხელშეწყობა;

მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაში ლიტერატურის ადგილისა და როლის გააზრება;

მერაბ მამარდაშვილის რეაქტუალიზაცია და პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.

 

მწერალთა სახლი მიესალმება კონფერენციაში ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობას.

 

კონფერენციის თემატიკა:

მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის საკითხები;

ლიტერატურის ადგილი და როლი მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაში.

 

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2025 წლის 25 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა განაცხადი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა გამოაგზავნოს მწერალთა სახლის ელ-ფოსტაზე -otkhozoria@writershouse.ge, საძიებო ველში მითითებით - „კონფერენცია“.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

 

მოხსენების სათაური, საკვლევი პრობლემა და მისი აქტუალობა, კვლევის მოკლე აღწერა.

CV (კვლევითი გამოცდილება; მობილურისა და ელ-ფოსტის მითითება სავალდებულოა.)

სამოტივაციო წერილი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე +995 597 75 04 25, ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე otkhozoria@writershouse.ge, საძიებო ველში მითითებით - „შეკითხვა კონფერენციის შესახებ“.

 

კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე, არაუგვიანეს 2025 წლის 30 აგვისტომდე.

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მომხსენებლებს მიეწოდებათ მათ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

მოხსენებით გამოსვლის ხანგრძლივობა: 15 წუთი.

კვლევითი ნაშრომის მოცულობა: არაუმეტეს 25 გვერდისა, შრიფტი Sylfaen, ზომა - 12.

 

კონფერენციის მასალების (კვლევითი ნაშრომების) საიუბილეო კრებული წლის ბოლომდე გამოიცემა და პრეზენტაცია გაიმართება მწერალთა სახლში.

 

გისურვებთ წარმატებებს!