„ცოცხალი წიგნების“ მორიგი შეხვედრა წეროვანში

თარიღი : 01.09.2025

1 სექტემბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, წეროვანში, გაიმართა მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან.
პროექტის მეორე ტურის მონაწილეები იყვნენ: ტარიელ ხარხელაური, ნინო მოდრეკილაძე, მაია მინდელი და გიორგი ხორბალაძე
„ცოცხალ წიგნებს“ მასპინძლობდნენ ადგილობრივი პოეტები და ლიტერატურის მოყვარულები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნუგზარ ფსუტური, მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი ეთერ ფსუტური, კულტურის სახლის ხელმძღვანელი გოგი ეკალაძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნუგზარ პაპუნაშვილი.
შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ავტორებმა, ადგილობრივმა პოეტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წაიკითხეს ლექსები. პოეზიის კითხვის შემდეგ გაიმართა უშუალო დიალოგი ავტორებსა და აუდიტორიას შორის.
„ცოცხალმა წიგნებმა“ ახალგორის კულტურის ცენტრს საჩუქრად გადასცა მწერალთა სახლისა და სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.