თარიღი : 01.09.2025
1 სექტემბერს მცხეთის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან.
„ცოცხალ წიგნებს“ მცხეთის მთავარ ბიბლიოთეკაში ადგილობრივმა პოეტებმა და მცხოვრებლებმა უმასპინძლეს. პროექტის მეორე ტურის მონაწილეები იყვნენ: ტარიელ ხარხელაური, ნინომოდრეკილაძე, მაია მინდელი და გიორგი ხორბალაძე.
შეხვედრაზე ლექსები წაიკითხეს პროექტის მონაწილე ავტორებმა, ადგილობრივმა პოეტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. პოეზიის კითხვის პარალელურად გაიმართა უშუალო დიალოგი ავტორებსა და აუდიტორიას შორის.
„ცოცხალმა წიგნებმა“ მცხეთის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მწერალთა სახლისა და სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები.