მასტერკლასი გერმანულენოვანი მთარგმნელებისთვის

თარიღი : 01.09.2025

დღეს მწერალთა სახლში დაიწყო მასტერკლასი გერმანულენოვანი მთარგმნელებისთვის.
მასტერკლასს ხელმძღვანელობენ გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები − მონიკა გერტრუდ თეესი და ჰელმუტ კუნკელი.
ექვსი დღის განმავლობაში მონაწილეები წარმოადგენენ საკუთარ თარგმანებს, დასვამენ მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს და იმუშავებენ სპეციალისტების მიერ შერჩეულ ტექსტებზე.
მასტერკლასის მიზანია ხელი შეუწყოს მთარგმნელების პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ქართულ-გერმანული კულტურული კავშირების გაღრმავებას.
მასტერკლასი მწერალთა სახლის ორგანიზებით იმართება და 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.