მწერალთა სახლი ბათუმის წიგნის ფესტივალის პარტნიორია

თარიღი : 31.08.2025

მწერალთა სახლი ბათუმის წიგნის ფესტივალის პარტნიორია


ბათუმის წიგნის ფესტივალი, რომელიც გუშინ კაფერვაფეხასტერიტორიაზე გაიხსნა, დღეს სრულდება.

 

ორი დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქმა წიგნის მოყვარულებს უმასპინძლა.

ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ახალი გამოცემები, ასევე მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამაში, რომელიც მოიცავდა არაერთ საინტერესო აქტივობასავტორებთან შეხვედრებს, საბავშვო ღონისძიებებს, შემოქმედებით მასტერკლასებსა და დისკუსიებს თანამედროვე ლიტერატურისა და განათლების თემებზე.

ფესტივალი ორგანიზებულია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „შემოქმედებითი საქართველო“, მწერალთა სახლი, საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.