მწერალთა სახლში გრძელდება მასტერკლასი გერმანულენოვანი მთარგმნელებისთვის.
დღევანდელ სესიაზე მონაწილეები განიხილავენ თამარ ზიგერ-პოპიაშვილის თარგმანს მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილი".
მომდევნო დღეებში ისინი სპეციალისტების მიერ შერჩეულ ტექსტებს თარგმნიან გერმანულ ენაზე.
მასტერკლასს ხელმძღვანელობენ გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები − მონიკა გერტრუდ თეესი და ჰელმუტ კუნკელი.
მასტერკლასი მწერალთა სახლის ორგანიზებით იმართება.