თურქულ ლიტერატურული ჟურნალში ქართველი პოეტების ლექსები გამოქვეყნდა

თარიღი : 11.09.2025

მიმდინარე წლის 24-26 ივნისს, მწერალთა სახლში, მწერალთა სახლისა და იუნუს ემრეს ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-თურქული პოეტური თანამშრომლობის დღეები ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, ექვსმა ქართველმა და ხუთმა თურქმა პოეტმა ერთმანეთის ლექსების თარგმანებზე იმუშავეს.
თანამშრომლობის შედეგად, თურქული ლიტერატურული ჟურნალის „ქაიფ ქაით ედებიათ“ (Kayıp Kayıt Edebiat) ივლისი-აგვისტოს ნომერში ნინია სადღობელაშვილის „ციფრული ვარდების“ თრაგმანი გამოქვეყნდა.
ახალ, სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში კი გიო ზედვაკელის ორი ლექსის − „გაქცევა“ და „სიზმარი სიზმარში“ თურქულ თარგმანებს გაეცნობა მკითხველი.
ორივე პოეტის ლექსები აღნიშნული პროექტის ფარგლებში ითარგმნა.