„ცოცხალი წიგნები“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში

თარიღი : 12.09.2025

„ცოცხალი წიგნები“ 2025
12 სექტემბერს, 14:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან.

მონაწილეები:
• ბესო ხვედელიძე
• ქეთი ჯოლბორდი
• ია სულაბერიძე
• დავით კიკვაძე

შეხვედრაზე ადგილობრივმა პოეტებმა საკუთარი ლექსები, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის „მხატვრული კითხვის“ კლუბის ბავშვებმა სხვადასხვა ავტორების ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიება ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში: დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეკითხვები დაესვათ ავტორებისთვის, ემსჯელათ ლიტერატურაზე და წაეკითხათ საკუთარი ტექსტები.

საღამოს დაესწრნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ასევე ლიტერატურის მოყვარულები.

ღონისძიების ფარგლებში, პროექტმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს საჩუქრად გადასცა მწერალთა სახლის საჩუქარი − სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები და სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთები.

„ცოცხალი წიგნების“ მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ავტორებსა და მკითხველებს შორის დიალოგის გაღრმავება და ახალი თაობის მწერლების წარმოჩენა.

პროექტს ახორციელებს მწერალთა სახლი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

შემდეგი შეხვედრა დღეს, 17:00 საათზე, ჭიათურაში გაიმართება.

13 და 14 სექტემბერს კი „ცოცხალი წიგნები“ ესტუმრება ამბროლაურს, ონს, ლენტეხსა და ცაგერს.