ამ წუთებში, რუმინეთის დედაქალაქში რიგით XV ბუქარესტის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია გახსნის ცერემონიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
საღამო კაროლ პირველის სახელობის ცენტრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საკონცერტო დარბაზში იმართება.
პუბლიკის წინაშე გახსნითი სიტყვით გამოდიან: რუმინეთის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმის მმართველი, რუმინეთის აკადემიის პრეზიდენტი, ცენტრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კოლუმბიის ელჩი რუმინეთში, ბუქარესტში იტალიის კულტურის ინსტიტუტის დირექტორი, სერვანტესის ინსტიტუტის დირექტორი, რუმინეთის მწერალთა
კავშირის პრეზიდენტი.
საპატიო სტუმართა შორის არიან და გახსნის ცერემონიალს ესწრებიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, საქართველოს მწერალთა სახლისა და ლიტერატურის მუზეუმის წარმომადგენლები, ქართველი პოეტები.
გახსნის ცერემონიალზე საკონცერტო ნაწილს ასრულებს რუმინეთის ეროვნული გუნდი „მადრიგალ – მარინ კონსტანტინი“, რომელიც 1963 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, დარბაზის ბენუარის ლოჟებიდან მსოფლიო პოეზია სხვადასხვა ენაზე იკითხება.
ბუქარესტიდან ქართული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ფესტივალის მიმდინარეობის პარალელურად გაგაცნობთ.