მწერალთა სახლში დაიწყო სამეცნიერო კონფერენცია „მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა

თარიღი : 15.09.2025

მწერალთა სახლში დღეს დაიწყო სამეცნიერო კონფერენცია „მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა“, რომელიც დიდი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავის აღსანიშნავად იმართება.
კონფერენციის მიზანია მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის ახალი კვლევითი კუთხით გააზრება და პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
ღონისძიებაში მონაწილეობს 23 მეცნიერ-მკვლევარი, მათ შორის ხუთი უცხოელი მომხსენებელი. ისინი თავიანთ ნაშრომებში იკვლევენ მამარდაშვილის ფილოსოფიის სხვადასხვა ასპექტს – მისი ლიტერატურული ხედვიდან და ჰუმანისტური მსოფლმხედველობიდან დაწყებული, თანამედროვე საზოგადოებრივ და კულტურულ კონტექსტში მისი იდეების მნიშვნელობით დამთავრებული.
პირველ დღეს მოხსენებებით წარდგნენ:
• ოთარ ჭულუხაძე – ფილოსოფოსი
• თეონა ლეჟავა – საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
• ციცინო ძოწენიძე – სოციოლოგი
• გვანცა ბექაური – სტუდენტი
• ვიქტორია ფაიბინჩეკო – ფილოსოფიის დოქტორი
• ანდრეი პარამანოვი – ფილოსოფიის დოქტორი
• რეზი ჯავახაძე – სტუდენტი
• რუსუდან ასათიანი – ფილოლოგიის დოქტორი
• ლევან გიგინეიშვილი – ფილოლოგიის დოქტორი
• გიორგი ქავთარაძე – ფილოსოფიის დოქტორანტი
• ნარი ჩხაბერიძე – თეოლოგიის დოქტორი
• მირიან გუნია – ფილოსოფიის დოქტორანტი
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მკვლევრებმა მადლობა გადაუხადეს მწერალთა სახლს პროფესიული დიალოგისთვის შექმნილი სივრცისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის.
კონფერენცია ორდღიანია და ხვალინდელ სესიაზე სხვა მონაწილეები წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს, რომლებიც აუდიტორიას მამარდაშვილის ფილოსოფიის ახალ პერსპექტივებს შესთავაზებს.