„ცოცხალი წიგნები“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან

თარიღი : 14.09.2025

14 სექტემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის — „ცოცხალი წიგნები“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან.
ლიტერატურულ საღამოს მასპინძლობდა ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკა, სადაც ადგილობრივი მკითხველის წინაშე წარდგნენ თანამედროვე ქართველი ავტორები:
ქეთი ჯოლბორდი
ია სულაბერიძე
დავით კიკვაძე
შეხვედრის ფარგლებში ავტორებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, გაუზიარეს მსმენელს მათი შემოქმედების დეტალები და ჩაერთნენ უშუალო დიალოგში ადგილობრივ საზოგადოებასთან.
ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს ადგილობრივმა პოეტებმა.
დამსწრეებს შორის იყვნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი პოეტები და ლიტერატურის მოყვარულები.
პროექტის ფარგლებში, მწერლებმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს ბიბლიოთეკის ფონდს.
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ხორციელდება მწერალთა სახლის მიერ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს თანამედროვე ავტორების პოპულარიზაციას, ავტორებსა და მკითხველს შორის დიალოგის გაღრმავებას და ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
„ცოცხალი წიგნების” შემდეგი ტური თიანეთსა და დუშეთში გაიმართება!