13 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა მწერალთა სახლის ლი
ტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან.
ზემო იმერეთისა და რაჭის ლიტერატურული ტურის ფარგლებში, ონში გამართული შეხვედრის მონაწილეები იყვნენ თანამედროვე ქართველი ავტორები:
ქეთი ჯოლბორდი
ია სულაბერიძე
ბესო ხვედელიძე
დავით კიკვაძე
შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ავტორებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები. საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ადგილობრივი პოეტების გამოსვლებმა, რომლებმაც მსმენელებთან საკუთარი შემოქმედება გააზიარეს.
დამსწრეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს პოეზია და ჩაერთნენ უშუალო დიალოგში ავტორებთან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი პოეტები და ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება.
ღონისძიების ფარგლებში, პროექტმა კულტურის ცენტრს საჩუქრად გადასცა სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს წვდომას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე.
პროექტს ახორციელებს მწერალთა სახლი − საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
„ცოცხალი წიგნების“ შემდეგი შეხვედრები ხვალ, ლენტეხსა და ცაგერში გაიმართება!