თარიღი : 17.09.2025
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, სადაც საქართველოს მწერალთა სახლი პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრად არის მიწვეული, ქართული პოეზიის საღამოს შემდეგ, ოთხი ორგანიზაციის – საქართველოს მწერალთა სახლის, ქართული ლიტერატურის მუზეუმის, რუმინეთის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმისა და რუმინეთის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ოთხმხრივ მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ლიტერატურული გაცვლისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას და ამ მიზნით სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მოიაზრებს.