რუმინეთის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ქართველი პოეტებს − მირანდა ერისთავსა და გიორგი ბალახაშვილს
ბუქარესტის სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრა ჰქონდათ.
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე მიესალმა. პოეტებმა საკუთარი ლექსები ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს, რუმინელ მოსწავლეებს გააცნეს ქართული ენა და დამწერლობა.
აუდიტორია ინტერაქციულად ჩაერთო შეხვედრაში − უფროსკლასელებმა ქართველ სტუმრებს გააცნეს საკუთარი ინტერესები, ხედვები, წაიკითხეს საყვარელი რუმინელი პოეტების ლექსები.
მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და ავტოგრაფებიანი კრებულები დაურიგდათ.