შეხვედრა აზერბაიჯანელ გამომცემლებთან

თარიღი : 01.10.2025

ბაქოს საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე გაიმართა მწერალთა სახლის მთარგმნელობითი და საერთაშორისო პროგრამების პრეზენტაცია.
საგრანტო ინიციატივები აზერბაიჯანელ გამომცემლებს, ავტორებსა და მთარგმნელებს აძლევს შესაძლებლობას, გაააქტიურონ ლიტერატურული ურთიერთობები საქართველოსთან. შეხვედრის ფარგლებში შედგა საქმიანი მოლაპარაკებები და გამოიკვეთა ახალი ერთობლივი პროექტების პერსპექტივა.
პროგრამების წარდგენის შემდეგ გაიმართა მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოცემული „თანამედროვე ქართული პროზის ანთოლოგიის“ პრეზენტაცია (გამომცემლობა Alatoran), სადაც ოცი თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოებია თავმოყრილი.
ანთოლოგიის შესახებ ისაუბრა მთარგმნელმა იმირ მამმედლიმ.