შეხვედრა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირთან

თარიღი : 02.10.2025

დღეს მწერალთა სახლის წარმომადგენლები აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ანარს (ანარ რზაევი) შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, ორი უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის კოლაბორაციის პოტენციალი და პერსპექტივა, რომელიც დღევანდელი და მომავალში დაგეგმილი კულტურული ურთიერთობებით გაჩნდება.
ასევე, დაიგეგმა ერლომ ახვლედიანის ნაწარმოებების გამოცემა. წიგნში თავმოყრილი იქნება მწერლის უცნობი წერილები ანარის პირადი არქივიდან.