მწერალთა სახლში გრძელდება მსოფლიო ლიტერატურის კურსის შეხვედრები

თარიღი : 16.10.2025

 

მწერალთა სახლში გრძელდება მსოფლიო ლიტერატურის კურსის შეხვედრები, რომელსაც ფილოლოგი და ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი უძღვება.

კურსი განკუთვნილია მოზარდებისთვის, სტუდენტებისთვის და ლიტერატურით დაინტერესებული პირებისთვის. იგი მოიცავს ლექციათა ციკლს, რომელიც მსოფლიო მწერლობის კლასიკად ქცეულ ნაწარმოებებსა და მათი ავტორების მოღვაწეობის ეპოქებს შეეხება.

დღევანდელ ლექციაზე ლევან გიგინეიშვილმა უილიამ ფოლკნერის რომანი „გვამის შემგინებელი“ განიხილა.

„გვამის შემგინებელი“ ფოლკნერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ექსპერიმენტული რომანია. იგი ამერიკული მოდერნიზმისა და აშშ-ის სამხრეთული გოთიკის კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევა.

მსოფლიო ლიტერატურის კურსის შეხვედრები იმართება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში.